Monday, May 20, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

მიწისძვრა
1.პროექტის  სახელწოდება: მიწისძვრა
2.პროექტის  მთავარი იდეა (თემა)1-2წინადადებით:
მოსწავლეებმა  გაიგონ  მიწისძვრის შედეგად  გამოწვეული ზარალი, მიზეზები, ნგევის
ხარისხი.
3.პროექტის  აქტუალობა:
იცოდნენ მიწისძვრის დროს როგორ დაიცვან თავი, სად უნდა  დადგნენ,რომ  ნაკლებად  დაზიანდნენ, სახლიდან რა მანძილით იყვნენ  მოშორებულები და ა.შ.
4.პროექტის მიზნები:
მიზანი არის დახმარება აღოუჩინონ  დაზარალებულებს; შეეცადონ წინასწარ შეისწავლონ, თუ ეს  შესაძლებელი  იქნება, მიწისძვრის დროს როგორ მოიქცნენ, რა წესები უნდა  დაიცვან,  იცოდნენ  უსაფრთხო ადგილები და სხვა.
5. მოსწავლეთა ასაკი
 12-13 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა
 2 კვირა.
7მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ნგრევა,  დანგრეულის აშენება, დაზარალებულის დახმარება.
8.პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტო, სურათები,  დისკი.
9.  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
კლასს  დავყოფ   ჯგუფებად.  თითოეულ  ჯგუფს მივცემ დავალებას,  ისინი შეაგროვებენ მასალას, მოუყრიან თავს და მოსწავლეები გაუშვებენ პრეზენტაციას  ეკრანზე. ყოველ კადრზე  იქნება  კომენტარი.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი
მათემატიკასთან,  ბიოლოგიასთან, სამედიცინო  პერსონალთან. გამოითვლიან ზარალს და მერე იზრუნებენ მისი ანაზღაურებისთვისს.
11.პროექტის ხელმძღვანელი  (მასწავლებელი).
 რუსუდან  დგებუაძე.
12.ხელმძღვაველის  ელ.ფოსტა:   rusudandgebuadze5@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი: http://rusudandgebuadze.blogspot.com/